მერაბ ჟორდანია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია დღეს პატიმრობიდან გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.


როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მერაბ ჟორდანიას ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხდა,  ჟორდანიას გათავისუფლება ბრალმდებელ მხარესთან  საპროცესი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.


ადვოკატის თქმით, მერაბ ჟორდანიას ჯარიმის სახით გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდა დაევალა, თუმცა თანხის რაოდენობის დასახელებისგან მან თავი შეიკავა. მისი თქმით, თანხის რაოდენობა თავად მერაბ ჟორდანიას შეუძლია გაახმაუროს.


ჯერ-ჯერობით გაურკვევლია შეწყდება თუ არა მერაბ ჟორდიანიას წინააღმედგ საქმის ძიება. „ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა“, განუცხადეს „სივილ ჯორჯიას“ გენერალურ პროკურატურაში.


მერაბ ჟორდანია სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 7 აპრილს 1,3 მლნ შვეიცარული ფრანკის მითვისების ბრალდებით დააკავეს. მერაბ ჟორდანია მანამდე უკვე იყო დაპატიმრებული გადასახადების გადახდის თავიდან აცილების ბრალდებით. იგი 2004 წელს 742,000 ლარის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.  



 

This post is also available in: English (ინგლისური)