სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ქართულმა მოსახლეობამ 15 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში მდებარე კეხვი-თამარაშენის გზის მონაკვეთი გადაკეტა. საქართველოს და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ოსი სამართალდამცავების მიერ 14 აგვისტოს სოფელ კეხვის მახლობლად რამოდენიმე ქართველის დაკავებას აპროტესტებდნენ.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ქართველები „ტყის უკანონო ჭრის“ ბრალდებით დააკავეს, რის შემდეგაც მათ ჩამოერთვათ ხის საჭრელი დანადგარები.
This post is also available in: English (ინგლისური)