ჟურნალისტები თავდაცვის სამინისტროს კარჩაკეტილობას აპროტესტებენ

რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიურო იტყობინებოდა 14 აგვისტოს, რომ ბოლო დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვნად შემცირდა ინფორმაციის თავისუფლება და გამჭირვალობა.  


ინფორმაციის თანახმად, თუ ჟურნალისტის „მუშაობის სტილი არ ჯდება სამხედრო უწყების საინფორმაციო პროპაგანდისტული პოლიტიკის ჩარჩოებში“, იგი ავტომატურად ექცევა სამინისტროს შავ სიაში.


„თუ დაიბეჭდა კრიტიკული სტატია, [თავდაცვის სამინისტროდან] მოდის გარკვეული შენიშვნები, მეტი არაფერი, მაგრამ თუ მომვალში  დაგჭირდება ინფორმაცია სამინისტროდან, [კრიტიკული სტატიის ავტორი] ვეღარ მიიღებს საჭირო ინფორმაციას. ამიტომ, შენ [ჟურნალისტი] ცდილობ ზომიერება შეინარჩუნო, რათა არ გაიფუჭო ურთიერთობები თავდაცვის სამინისტროსთან“, განუცხადა გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტმა ეკა გულუამ რადიო „თავისუფლებას“.


„უამრავი [თავდაცვის] მინისტრი გამოიცვალა, თუმცა სამინისტროში ასეთი საშინელი სიტუაცია არასოდეს ყოფილა. მათ [თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას] ავადმყოფურად ეშინიათ კრიტიკის და მაშინვე რეაგირებენ,“ განუცხადა გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტმა, სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა რადიო „თავისუფლებას“. 


თავად ამ ინფორმაციის ავტორ, რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე იტყობინება, რომ შეუძლებელი გახდა თავდაცვის სამინისტროდან მიეღო რაიმე დამატებითი ინფორმაცია იმ გავრცელებული ცნობების თაობაზე, თითქოს  ერაყიდან ოთხი ქართველი სამხედრო სიმთვრალის გამო გამოაძევეს.

This post is also available in: English (ინგლისური)