საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელის პოსტზე საბჭოს წევრიც იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე 24 კანდიდატს შორის არის სამეურვეო საბჭოს წევრი თამარ კინწურაშვილი.


თამარ კინწურაშვილი, რომელმაც უკვე განაცხადა საბჭოს წევრობაზე უარი, პროფესიით ჟურნალისტია და 2001 წლიდან „თავისუფლების ინსტიტუტში“ მედია პროგრამებს ხელმძღვანელობდა.


საზოგადოებრივ მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად ტენდერი მეორედ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ივლისში სამეურვეო საბჭომ ტენდერში მონაწილე თექვსმეტ კანდიდატს შორის ვერ შეძლო გამარჯვებულის გამოვლენა. საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭო 23 აგვისტოს გამოაცხადებს.

თამარ კინწურაშვილის გარდა დანარჩენი კანდიდატები არიან:

1. ივიკო სეხნიაშვილი
2. დავით ცინცაძე
3. დინარა მაღლაკელიძე
4. კობა ცხაკაია
5. ნათელა მაისურაძე
6. რეზო შალიბაშვილი 
7. გიორგი კახაბრიშვილი
8. ნუგზარ მელაძე
9. თამარ მახარობლიძე
10. ნიკა მახვილაძე
11. მიშა მჭედლიძე
12. სოსო მაჭარაშვილი
13. ლია მუხაშავრია
14. სერგო ბიწაძე.
15. გიორგი მერაბიშვილი
16. აკაკი ჩარგეიშვილი
17. ლაშა ბაქრაძე
18. ლელა ღვინჭილია.
19. ალექსანდრე როსტომოვი
20. რუსუდან სტრელკოვა
21. თამაზ ბიბილური
22. მარინა არაყიშვილი
23. გენრიხ კავლელიშვილი 

This post is also available in: English (ინგლისური)