ბაღაფში მოსკოვის მერს შეხვდა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში რუსეთში ვიზიტის დროს 15 აგვისტოს მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს შეხვდა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ჩვენ განვიხილეთ საქალაქო მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, ასევე აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სფეროში მოსკოვის ფირმების შესაძლო მონაწილეობის საკითხი“, განაცხადა ბაღაფშმა მოლაპარაკებების შემდეგ.
ბაღაფშის თქმით, აფხაზური მხარე მზად არის გამოუყოს მოსკოვის მუნიციპალიტეტს მიწის ნაკვეთი პანსიონატის მშენებლობისთვის. მისი თქმით, იური ლუჟკოვი დაპირდა მას, რომ აფხაზეთისთვის გამოყოფს 10 ტროლეიბუსს ჰუმანიტარული დახმარების სახით.
This post is also available in: English (ინგლისური)