მერაბიშვილი ალიევს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა, იტყობინება აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „აზერტაგი“.


მერაბიშვილმა და ალიევმა ორმხრივი ურთიერთობების და ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

This post is also available in: English (ინგლისური)