ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიას სტუმრობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რენე ვან დერ ლინდერი 20-21 აგვისტოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში სომხეთიდან საქართველოში ჩამოვა. საქართველოდან რენე ვან დერ ლინდერი აზერბაიჯანში გაემგზავრება.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ  გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს, ასევე საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.


შეხვედრისას განიხილება ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური ვითარება, ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების საკითხები.

This post is also available in: English (ინგლისური)