ადეიშვილი და ბოკერია აშშ-ს სტუმრობენ
საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებიან.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს ადეიშვილი და ბოკერია აშშ-ს გენერალურ პროკურორს ალბერტო გონსალესს და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორს რობერტ მიულერს შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და აშშ-ს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის გეგმები, ასევე საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმები.
This post is also available in: English (ინგლისური)