შსს სამხრეთ ოსეთში ბავშვის გატაცების ფაქტზე კომენტარს აკეთებს
20 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან 11 წლის გენო პეტრიაშვილის გატაცება „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცხინვალი არის ადამიანის გატაცებების, ნარკობიზნესის, უკანონოდ შეიარაღებული ბანდფორმირებებისა და კრიმინალური დაჯგუფებების ბაზა”.
გენო პეტრიაშვილი უცნობმა პირებმა 19 აგვისტოს პრონის ხეობის სოფელ ნულიდან გაიტაცეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოები ხელს უწყობენ, რომ სამხრეთ ოსეთი კრიმინალების თავშესაფარი გახდეს.
შსს-ს განცხადებით, გატაცებული პეტრიაშვილი, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ინფორმაცია სავარაუდო გამტაცებელთა შესახებ და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება საქმის სხვა დეტალების დასადგენად“, ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური)