ავტოკატასტროფის შედეგად უსუფაშვილის ოჯახი დაშავდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა

24 აგვისტოს მომხდარი ავტოკატასტროფა, რომლის დროსაც “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, მისი მეუღლე თინა ხიდაშელი და მათი ვაჟიშვილი მსუბუქად დაშავდნენ, მსხვერპლით დასრულდა. მეორე მანქანის მგზავრი, 11 წლის ბიჭი და მისი ძმა, რომელიც მანქანას მართავდა, ადგილზევე გარდაიცვალნენ.


ინციდენტი დასავლეთ საქართველოში მოხდა, როცა უსუფაშვილის ოჯახი გვიან ღამით ბათუმიდან თბილისისკენ მოემგზავრებოდა.


“დავინახე, როგორ მოდიოდა მანქანა ჩვენი მიმართულებით, შემდეგ ის ჩვენს სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რის შემდეგაც შეუძლებელი გახდა შეჯახების თავიდან აცილება“, განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.


პოლიციამ უკვე დაკითხა უსუფაშვილი, თუმცა სამართალდამცავებს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური)