კომერსანტი: აფხაზეთის წვრთნები გაეროს დამკვირვებელთა დასწრების გამო დროზე ადრე შეწყდა

რუსული გაზეთი კომერსანტი იტყობინებოდა 20 აგვისტოს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გამართული სამხედრო წვრთნები გაეროს დამკვირვებელთა მოულოდნელი ჩამოსვლის გამო დროზე ადრე შეწყდა.


გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტი იტყობინება სამხედრო წვრთნების ადგილიდან, რომ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა მოულოდნელად განაცხადა, რომ წვრთნები მხოლოდ ერთი საათი გაგრძელდებოდა, რადგანაც არ იყო საკმარისი საბრძოლო მასალა. აფხაზეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა ვალიკო ფაჩულიამ „კომერსანტის“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ „რა თქმა უნდა, საბრძოლო მასალა საკმარისია. უბრალოდ, ზაფხულია და გაეროს წარმომადგენლებს დაცხებათ“. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა დაუდასტურა გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტს, რომ წვრთნები გაეროს დამკვირვებელთა დასწრების გამო დროზე ადრე შეწყდა.


„კომერსანტი“ ვარაუდობს ვალიკო ფაჩულიასთან გამართულ საუბარზე დაყრდნობით, რომ აფხაზურმა არმიამ იმავე მიზეზის გამო თავი შეიკავა ნაღმტრორცნების და სუ-25 რეაქტიული თვითმფრინავების გამოყენებისგან. წვრთნებში მხოლოდ ტანკებმა, ერთმა მი-8 და ორმა ჩეხური წარმოების L-39 თვითმფრინავებმა მიიღეს მონაწილეობა.

This post is also available in: English (ინგლისური)