სოხუმი ლარის ახალი ბანკნოტის დიზაინში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ „აბსურდული“ უწოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის წინადადებას აფხაზი მხატვრებისადმი მონაწილეობა მიიღონ ახალი 200-ლარიანი ბანკნოტების დიზაინთან დაკავშირებულ კონკურსში.
ახალ ბანკნოტებზე მე-19 საუკუნის ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნოკოლაძის სურათი იქნება გამოსახული, ხოლო მის მეორე მხარეს სოხუმის ხედები იქნება აღბეჭდილი.
„აფხაზ მხატვართა კავშირს არ მიუღია წერილი ტენდერში მონაწილეობის თაობაზე, მაგრამ რომც მიიღოს, აფხაზი მხატვრები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ კონკურსში“, განუცხადა „აფსნიპრესს“ აფხაზეთის კულტურის მინისტრმა ნუგზარ ლოგუამ 22 აგვისტოს.
„აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა გამოისახოს ერთი ქვეყნის დედაქალაქი მეორე ქვეყნის ვალუტაზე. ეს იგივეა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სოხუმი ან მოსკოვის კრემლი რომ გამოსახოს თავის დოლარზე“, განაცხადა აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ილარიონ არგუნმა.
ახალი 200-ლარიანი ბანკნოტების დიზაინთან დაკავშირებული კონკურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 აგვისტოს გამოაცხადა. დიზაინთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 20 სექტემბერს იწურება. ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვრებს.
This post is also available in: English (ინგლისური)