მოსკოვში დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა იმართება

23 აგვისტოს მოსკოვში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიხსნა. სხდომას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავმჯდომარეობს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე წარმოადგენს.


სხდომაზე დსთ-ის რეფორმირების, ასევე ჰუმანიტარული და სოციალური თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.


სხდომა წინ უსწრებს დსთ-ს ლიდერთა სამიტს, რომელიც 26 აგვისტოს ყაზანშია დაგეგმილი. სამიტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. 

This post is also available in: English (ინგლისური)