აშშ-ის ახალი ელჩი სააკაშვილს შეხვდა
აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა 23 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
ჯონ ტეფტი საქართველოში 18 აგვისტოს ჩამოვიდა. იგი ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ მაილსს შეცვლის.
ჯონ ტეფტი, რომელიც ვირჯინიის შტატში დაიბადა, ახალ თანამდებობამდე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწედ მუშაობდა. მას დიპლომატიურ სამსახურში 33-წლიანი გამოცდილება აქვს, იგი მსახურობდა იერუსალიმში, უნგრეთში, იტალიაში, რუსეთში და ლიტვაში.
This post is also available in: English (ინგლისური)