მწვერვალ შხელდაზე ქართველი მთასვლელი დაიღუპა

ერთი ქართველი ალპინისტი, რომელიც 14-კაციან ექსპედიციაში 4,200-მეტრი სიმაღლის მწვერვალ შხელდის დალაშქვრას ცდილობდა, გარდაიცვალა და ერთიც დაშავდა მას შემდეგ, რაც ჯგუფი ქვების ცვენაში მოყვა.


23 აგვისტოს მაშველებმა 24 წლის მიხეილ ჩაჩანიძის ცხედარი და ჯგუფის სხვა წევრები 3,000 მეტრის სიმაღლიდან ჩამოიყვანეს.


ეს კავკასიის მთებში ალპინისტის გარდაცვალების უკვე მეოთხე შემთხვევაა ბოლო თვეების განმავლობაში.


აგვისტოს დასაწყისში მწვერვალ შხარაზე კანადელი ალპინისტი პიტერ ევერეტი დაიღუპა, ხოლო ივლისში მწვერვალ უშბაზე დაიღუპა ორი ქართველი ალპინისტი ქართულ-ჰოლანდიური ექსპედიციიდან – ზალიკო ქიქოძე და მერაბ ხაბაზი. 
    

This post is also available in: English (ინგლისური)