აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენი დამოუკიდებლობით არ ვივაჭრებთ
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ გაიყიდება ეკონომიკური შესაძლებლობებსა და საერთაშორისო დახმარებებზე. ანქვაბმა დასავლელი დიპლომატები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთში აფხაზეთის ხელისუფლების უფრო კარგად ესმით, ვიდრე სხვაგან.
“დასავლეთის დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, მაპატიეთ უხეში გამოთქმისთვის, ყოველთვის სახეში გვახლიან [რომ აფხაზეთი არ არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე], თუმცა ისინი ვერ წაგვართმევენ უფლებას ვიყოთ დამოუკიდებლები და თავისუფლები. ჩვენ არსად არ მივდივართ და არავისთან არ ვმათხოვრობთ – არ გვინდა ის ბანანი, რომელსაც ისინი შემოგვთავაზებენ. თუ უნდათ ღირსეულად გველაპარაკონ, ჩვენ მზად ვართ პასუხისთვის; ხოლო რაც შეეხება მცდელობას, რომ ეკონომიკური დაპირებებით სადღაც დაგვაბრუნონ [საქართველოში] – აქ საუბარია ხალხის ნებაზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება“, განაცხადა ანქვაბმა.
“ჩვენ ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ ჩვენს პოლიტიკურ მიზნებსა და [უცხოური] კრედიტების მიღების შესაძლებლობას შორის“, დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური)