სამხრეთ ოსეთში გატაცებული მძევალი თავისუფალია
ქართული მედიის ცნობით, გოჩა ჯარმელაშვილმა, რომელიც უცნობმა პირებმა ივლისის ბოლოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან გაიტაცეს, 26 აგვისტოს გაქცევა შეძლო.
შიდა ქართლის რეგიონალურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ჯარმელაშვილი თავისუფალია, თუმცა დეტალების უცნობია.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 19 აგვისტოს გატაცებული 11 წლის გენო პეტრიაშვილის და 6 ივნისიდან გაუჩინარებული ოთხი ქართველის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური)