პუტინი: დსთ-ის რეფორმირება ადვილი არ არის
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 26 აგვისტოს ყაზანში გამართული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ “დსთ-ს მოდერნიზებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უკიდურესად რთულია“.
“ჩვენ განსახვავებული პოზიცია გვაქვს და დიალოგის დროს ვცდილობთ ვიპოვოთ ურთიერთმისაღები წინადადებები, რათა დსთ თანამშრომლობის ეფექტურ სფეროდ ვაქციოთ“, განაცხადა პუტინმა.
“ერთ-ერთ პრიორიტეტს [დსთ-ს] ინტეგრაციული ინსტიტუტების სრულყოფა წარმოადგენს“, აღნიშნა მან, თან აქვე დასძინა, რომ დსთ-ს წევრი სახელმწიფოები დაინტერესებულნი არიან ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდაში.
ქართული მედიის ცნობით, პრეზიდენტი პუტინი ერთადერთი ლიდერი იყო, რომელმაც ოფიციალური განცხადება გააკეთა სამიტის შემდეგ.
თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27 აგვისტოს დილით ყაზანში პრეს-კონფერენციის გამართვას გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური)