ტელეკომპანია “202“–ის წამყვანი დააკავეს
დღეს თბილისში ბარნოვის ქუჩაზე სამართალდამცავებმა ტელეკომპანია “202“–ის პოლიტიკური ტოქ–შოუს წამყვანი შალვა რამიშვილი დააკავეს. იგი სავარაუდოდ ეჭვმიტანილია ფულის გამოძალვაში.
ამ წუთებში ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ მაღაზიაში მიმდინარეობს შალვა რამიშვილის დაკითხვა მისი ადვოკატის თანდასწრებით.
ოფიციალურ კომენტარს რამიშვილის დაკავების შესახებ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილის 15 საათისთვის გააკეთებს.
შალვა რამიშვილი თოქ–შოუს “დებატები 202–ზე” წამყვანია. მისი გადაცემა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა.
This post is also available in: English (ინგლისური)