მოლაშვილს 9 წელი მიუსაჯეს
![]() |
მოლაშვილი სასამართლო პროცესზე. |
მოლაშვილი, რომელიც დამნაშავედ ცნეს სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებასა და 3 მილიონი ლარის მითვისებაში, 2004 წლის 22 აპრილს დააპატიმრეს. მან წინასწარ პატიმრობაში მაქსიმალური ვადა, 9 თვე დაჰყო.
სულხან მოლაშვილის ადვოკატის შალვა შავგულიძის განცხადებით, განაჩენი “100 პროცენტით უკანონოა“.
“ჩვენ მას გავასაჩივრებთ საოლქო და შემდეგ უზენაეს სასამართლოში. თუკი ყველა ინსტანცია ასეთივე “წარმატებით” განიხილავს [მოლაშვილის] საქმეს, ეს მასალები დაემატება [ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს] სტრასბურგის მასალებს“, განუცხადა ჟურნალისტებს დღეს მოლაშვილის ადვოკატმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)