მსოფლიო ბანკი: საქართველოს რეფორმების განხორციელებაში მოწინავე ადგილი უკავია
მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ წელსაც ჩაატარეს ერთობლივი კვლევა “ბიზნესის წარმართვა 2006 წელს”, რომელშიც ნათქვამია, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სახელმწიფოებში სულ უფრო იზრდება რეფორმების განხორციელების ტემპი, რაც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი სამუშაო ადგილები უზრუნველყოს. კვლევის თანახმად, ამ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია.
კვლევა პირველად მოიცავს 155 სახელმწიფოს ძირითად მაჩვენებლებს ბიზნეს კანონმდებლობისა და რეფორმების კუთხით.
კვლევის თანახმად, რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პირველი ადგილი უკავია რეგიონის, ხოლო მეორე ადგილი – გლობალური მასშტაბით, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ქვეყანაში ბიზნესის დაწყების გამარტივებამ, 909-დან 159-მდე ლიცენზიების შემცირებამ, ზედმეტი მუშა ხელის გათავისუფლებამ, ქონების რეგისტრაციისთვის დროისა და ღირებულების შემცირებამ და ახალი საგადასახადო კოდექსის შემოღებამ ნაკლები და გამარტივებული გადასახადებით.
კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მსოფლიო ბანკის პრეს-რელიზში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)