ოპოზიციური პრაიმერი ოთხ საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს
![]() |
ისნის საარჩევნო ოლქში ღია ცის ქვეშ განთავსებული უბანი. |
თუმცა “ლეიბორისტებს” საკუთარი კანდიდატები პრაიმერში არ წარუდგენიათ და შიდა არჩევნებში მონაწილეობენ, როგორც ორგანიზატორები და დამკვირვებლები.
ქობულეთის საარჩევნო ოლქში პრაიმერი იმის გამო არ ტარდება, რომ ოპოზიციური პარტიებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმებას წინასწარ მიაღწიეს. მათი კანდიდატი ქობულეთის ოლქში “კონსერვატორი” ჯიმშერ ჯინჭარაძე იქნება.
პრაიმერში გამარჯვებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები 1 ოქტომბერს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის და სხვა ოპოზიციური პარტიების, მათ შორის “რესპუბლიკელების” კანდიდატებს გაუწევენ კონკურენციას.
დღეს ოთხივე საარჩევნო ოლქში უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა. არჩევნები ღია ცის ქვეშ ტარდება.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ პრაიმერის ჩატარების შესახებ შეთანხმებას 5 აგვისტოს მოაწერა ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)