პრაიმერის შედეგები ცნობილია
ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილმა საარჩევნო კომისიამ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ 17 სექტემბერს გამართული პრაიმერის დროს ოთხიდან სამ საარჩევნო ოლქში “ახალმა მემარჯვენეებმა“ მოიპოვეს გამარჯვება.
“ახალმა მემარჯვენეებმა“, “კონსერვატორებმა“, “თავისუფლებამ“ და ლეიბორისტულმა პარტიამ 1 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატის დასახელების მიზნით პრაიმერი ჩაატარეს.
პრაიმერის საბოლოო შედეგების თანახმად, ოპოზიცია “ახალი მემარჯვენეების“ წევრს გიორგი მოსიძეს წარადგენს კანდიდატად ისნის საარჩევნო ოლქში; ნინო ქვარიანს – ტყიბულის და როინ ნიჟარაძეს – შუახევის საარჩევნო ოლქებში.
“კონსერვატორების“ წევრი ჯუმბერ თავართქილაძე ბათუმის მაჟორიტარული ოლქის გამარჯვებული კანდიდატია.
ოპოზაციური პარტიები თავიდანვე შეთანხმდნენ “კონსერვატორების“ წევრის ჯიმშერ ჯინჭარაძის კანდიდატურა ქობულეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიან კანდიდატად წარედგინათ. ამიტომ, ამ ოლქში პრაიმერი არ ჩატარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)