კოკოითი მოსკოვს სტუმრობს

სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება რუსულ ენერგოკომპანია “გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდება, განუცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ირინა გაგლოევამ “რია ნოვოსტის“ 4 ოქტომბერს.


მისი თქმით, კოკოითი “გაზპრომის“ წარმომადგენლებთან ალაგირსა (ჩრდილოეთ ოსეთი) და ცხინვალს შორის გაზსადენის მშენებლობის გეგმებს განიხილავს.


ამჟამად, სამხრეთ ოსეთი, საქართველოს სხვა ტერიტორიების მსგავსად, გაზით რუსეთიდან მარაგდება, თუმცა ეს გაზი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით მიეწოდება. “ახალი გაზსადენი სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაივლის“, – განაცხადა ირინა გაგლოევამ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)