მერაბიშვილი ოს კოლეგებს ეჭვმიტანილის გადმოცემას თხოვს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერნციაზე ოს სამართალდამცავებს იმ ოსი ეროვნების კრიმინალის [რუსლან მამიტოვის] გადმოცემის თხონით მიმართა, რომელსაც ორ პიროვნებასთან ერთად ბრალად 2 ოქტომბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ბერულაში მშვიდობიანი მოსახლებისთვის ცეცხლის გახსნა ედება.
ამ ინციდენტის შედეგად დაიჭრა ორი ქართველი. სამართალდამცავებმა შეძლეს ორი ეჭვმიტანილის იგორ ზასაევის და ალეკ იკაევის დაკავება, თუმცა რუსლან მამიტოვმა გაქცევა შეძლო.
“ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ცხინვალელ კოლეგებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას [მამიტოვს] არ გადმოგვცემენ, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია ცხინვალი ადამიანის გამტაცებელთა, ყაჩაღთა, ბანდიტთა, ტერორისტთა ბუნაგად იქცა“, – განაცხადა 4 ოქტომბერს პრეს-კონფერენციაზე ვანო მერაბიშვილმა.
მინისტრმა ცხინვალელ კოლეგებს 27 სექტემბერსაც ოსი ეროვნების მიხეილ ცხოვრებოვის დაკავებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის თხოვნით მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ცხოვრებოვი გატაცებული მანქანებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი და კავშირშია საქართველოს პარლამენტის დეპუტატზე თამაზ ყაჭეიშვილზე თავდასხმის ფაქტთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)