ბაქო–სუფსას ნავთობსადენზე მცირე ზომის ავარია მოხდა
ბაქო–სუფსას ნავთობსადენის გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოს მონაკვეთზე 3 ოქტომბერს ავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღვარა დაახლოებით 60 ტონა ნავთობი. თუმცა ნავთობის დაღვრას მძიმე ეკოლოგიური შედეგები არ მოჰყოლია.
ავარიის მიზეზი გახდა კერძო პირების მიერ მილიდან ნავთობის უკანონოდ დატაცება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკოლოგიური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ბადრი ცატავას ინფორმაციით, ავარიის ლოკალიზება დროულად მოხდა, რის გამოც დიდი ფართობის დაბინძურება არ მომხდარა.
“დაბინძურდა, მხოლოდ 250 მ2 მიწის ნაკვეთი. ამჟამად კი მიმდინარეობს ამ ტერიტორიის გაწმენა“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ბადრი ცატავამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)