ვიკე–ფრაიბერგა კონფლიქტის ზონებში ლატვიის სამშვიდობო ძალების განთავსებას არ გამორიცხავს

თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ლატვიის პრეზიდენტმა ვაირა ვიკე-ფრაიბერგამ დღეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ  პრეს-კონფერნციაზე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საქართველოს კონფლიქტის ზონებში ლატვიის სამშვიდობო ძალების განთავსების შესაძლებლობას.


“არ ვიქნებოდი წინააღმედგი ლატვიას, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, მონაწილეობა მიეღო სამშვიდობო კონტიგენტის ჩანაცვლებაში, მითუმეტეს, რომ ლატვიას სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის გამოცდილება აქვს ავღანეთსა და ერაყში“, – განაცხადა 5 ოქტომბერს ლატვიის პრეზიდენტმა.


ლატვიის პრეზიდენტის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკვე მოეწერა ხელი რამოდენიმე შეთანხმებას, მათ შორის თბილისი–რიგას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.


ასევე გაიმართა საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების პირისპირ და სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ლატვია–საქართველოს ერთობლივი ბიზნეს–ფორუმის მუშაობაში.

თბილისში ვაირა ვიკე-ფრაიბერგას მეორე ვიზიტი 6 ოქტომბერს დასრულდება.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)