ბურჯანაძე ეუთოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სხდომაში მონაწილეობის მიზნით 6 ოქტომბერს ჩერნოგორიაში გაემგზავრებიან.
პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, 8 ოქტომბერს, ნინო ბურჯანაძის ინიციატივით, აფხაზეთის საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის სხდომა გაიმართება, სადაც სამოქმედო გეგმა შემუშავდება.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 11 ოქტომბერს დაბრუნდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)