ხაინდრავა შსკ–ს წინ შეხვედრებს მართავს

დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, 24-25 ოქტომბერს მოსკოვში შერეულის საკონტროლო კომისიის (შსკ) ფორმატში მოლაპარაკებების მომზადების ფარგლებში, შეხვდა საქართველოში ეუთოს მისიის თავმჯდომარეს როი რივს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ჯონ ტეფტს.


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება, იმსჯელეს სამშვიდობო მექანიზმების ქმედითუნარიანობის ამაღლების პერსპექტივებზე.


დღესვე ხაინდრავამ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან, სადაც მოსკოვში შსკ–ს შეხვედრისა და 20 ოქტომბერს სოხუმში ჟენევის ფორმატით დაგეგმილი ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებების საკითხები განიხილეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)