აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს სტუმრობს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი 18-19 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა.
საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას დანიელ ფრიდი განიხილავს აშშ-ს მხარდაჭერის საკითხს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმართ, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებისა და საერთო ინტერესის მქონე სხვა საკითხებს, იტყობინება აშშ-ს საელჩო თბილისში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)