აფხაზეთის ლიდერი მოსკოვს სტუმრობს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში 21 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, იტყობინება “აფსნიპრესი“.
“აფსნიპრესის“ ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სერგეი ბაღაფში ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის ოფიციალურ პირებთან, თუმცა მათი ვინაობა არ კონკრეტდება. ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)