მეგობართა ახალი ჯგუფის შეხვედრას გელა ბეჟუაშვილი დაესწრება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 ნოემბერს რუმინეთში საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) შეხვედრა გაიმართება, სადაც განიხილება NATO-სთან და ევროკავშირთან ინტეგრაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების საკითხები.


შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად მიიღებს გელა ბეჟუაშვილი.


საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიზანია მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული რეფორმების განხორციელების პროცესს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)