ცხინვალის რეგიონში დაკავებული ქართველები უკვე გაათავისუფლეს
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ზნაურის რაიონში ოსური მხარის მიერ დღეს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ხის უკანონო ჭრის მოტივით დაკავებული რვა ქართველი უკვე გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა და დე ფაქტო ხელისუფლების შს მინისტრმა მიხეილ მინძაევმა დაუდასტურა.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ ოსურმა მხარემ ქარელის რაიონის რვა მკვიდრი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც “ხის უკანონო ჭრის გამო დაახლოებით 70 ლარიანი ჯარიმა იქნა გადახდილი“.
.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)