ერაყში ქართველი სამხედროები დაიჭრნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 9 ნოემბერს დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ერაყის ქალაქ ბაქუბაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ქართველი სამხედრო დაიჭრა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცები ქვეითთა პირველი ბრიგადიდან არიან. მათი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
ქართველი ჯარისკაცების მანქანა 7 ნოემბერს ქალაქის პატრულირებისას ნაღმზე აფეთქდა.
ერაყში 2003 წლის აგვისტოდან სულ 12 ქართველი სამხედრო დაიჭრა.
საქართველო ერაყში კოალიციის ძალებში 2003 წლის აგვისტოდან მონაწილეობს. ამჟამად ქართველ სამხედროთა კონტიგენტი ერაყში 850 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)