ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აშშ-ს კონგრესმენი ელსი ჰესტინგსი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.


შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხი იქნა განხილული. ნინო ბურჯანაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა გააცნო.


საქართველოში აშშ-ს საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოში ეუთო-ს როლის და საერთო ინტერესის გამომხატველი სხვა საკითხების განხილვა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)