შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსად დღეს შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს უშიშროების სამმართველოს ყოფილი უფროსი დევი ჭელიძე დაინიშნა, რომელმაც ვლადიმერ ჯუღელი შეცვალა. საკადრო ცვლილების კონკრეტული მიზეზი არ სახელდება.


ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, იგი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსად მხოლოდ სამთვიანი ვადით იყო დანიშნული და “ეს ვადა დიდი ხანია გავიდა“.


ვლადიმერ ჯუღელი მუშაობას შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიულ დეპარტამენტში გააგრძელებს.


იგი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსად 13 მარტს დაინიშნა, მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიდა ქართლში კონტრაბანდის ფაქტების მომრავლებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)