ლუბლიანაში შსკ-ს სხდომა იმართება
ლუბლიანაში 15 ნოემბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა გაიხსნა.
შეხვედრა, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი რუპელის ინიციატივით იმართება, ყურადღებას გაამახვილეს მოლაპარაკებების ეფექტური ფორმატის შექმნაზე. ქართულ მხარეს არსებული ფორმატის შეცვლა და მასში აშშ-ს და ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართვა სურს. ამ ინიციატივას რუსული და სამხრეთ ოსური მხარეები ეწინააღმდეგებიან.
სავარაუდოდ, ქართული მხარე ასევე გააცნობს სამხრეთ ოსეთის მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე თბილისის სამოქმედო გეგმას.
ქართული მხარე ამ გეგმის გაცნობას სამხრეთ ოსეთის მხარისთვის გასულ თვეში, ლუბლიანის შეხვედრამდე გეგმავდა, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსა და სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შორის შეხვედრა არ შედგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)