პარლამენტმა ორი ახალი ელჩი დაამტკიცა
პარლამენტმა დღეს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ამავდროულად ჟენევაში გაეროს განყოფილებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის ლევან მიქელაძის კანდიდატურა დაამტკიცა.
დღესვე დეპუტატებმა ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ეუთოსა და ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ვიქტორ დოლიძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)