“ვარდების რევოლუციის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
23 ნოემბერს თბილისში “ვარდების რევოლუციის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
საპროტესტო აქცია პარტია “სამართლიანობამ” გამართა, რომელსაც საქართველოს უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი იგორ გიორგაძე ხელმძღვანელობს. აქციაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ახლადშექმნილი მოძრაობა “ანტი-სოროსის“ წარმომადგენლებმა. ეს უკანასკნელი ოქტომბერში შეიქმნა, რომლის მიზანიცაა შეებრძოლოს მილიარდელ ჯორჯ სოროსის “იდეების გავრცელებას“ საქართველოში.
საპროტესტო აქციას ასევე შეუერთდნენ ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები.
ამავდროულად, 23 ნოემბერს ათასობით მოქალაქე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა “ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავის აღსანიშნავად. პარლამენტის წინ კონცერტი გაიმართა, რომელსაც საქართველოში ვიზიტად მყოფი ესტონეთის, რუმინეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)