ბუშმა საქართველოს “ვარდების რევოლუციის“ იუბილე მიულოცა
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ქართველ ხალხს “ვარდების რევოლუციის“ ორი წლის იუბილე მიულოცა და საქართველოში და მთელს მსოფლიოში დემოკრატიას და კანონის უზენაესობას მხარდაჭერა აღუთქვა.
“ორი წლის წინ თავისუფლების სურვილმა უბიძგა ათასობით საქართველოს მოქალაქეს აღედგინა თავისი სუვერენიტეტი და დაესრულებინა დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზა, რომელიც 1989 წელს საბჭოთა იმპერიის ბოლო დღეებში დაიწყო. ეს მამაცი ხალხი, მხოლოდ ვარდებით და თავიანთი რწმენით შეიარაღებულნი, აღდგნენ რათა განეცხადებინათ თავისუფლების შესახებ თავიანთ ქვეყანაში. ამ ქმედებებმა “ვარდების რევოლუციას” ჩაუყარა საფუძველი, რამაც შთააგონა ყველა მსოფლიოს მასშტაბით, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და დემოკრატიული რეფორმების“, – ნათქვამია 23 ნოემბერს “ქართველი ხალხისადმი” წერილში.
მისი თქმით, რევოლუციიდან ორი წლის თავზე ქართველი ხალხი კვლავაც განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას თავისუფლების საქმეში და მნიშვენლოვან პროგრესსაც მიაღწია დემოკრატიის მშენებლობის საქმეში.
“ვუერთდები ყველა ამერიკელს, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინ აღუდგა მათი უფლებების შევიწროებას და დაიცვა თავისუფლების უფლება“, – ნათქვამია წერილში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)