ტალვიტიე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმას დადებითად აფასებს
თბილისში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰეიკი ტალვიტიე დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების სამოქმედო გეგმის თაობაზე.
მისი ინფორმაციით, იგი 27 ნოემბერს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის ხელისუფლების წამორმადგენელბთან სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს განიხილავს.
ჰეიკი ტალვიტიეს განცხადებით, უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც იგი შეხვდება ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას და კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმას გააცნობს.
“ყველა ღონე იხმარეთ, რათა მშვიდობიანი გზით აღიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ჩვენი [ევროკავშირის] ლოზუნგი [საქართველოს ხელისუფლების] მიმართ“, – განაცხადა 24 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰეიკი ტალვიტიემ და აქვე დასძინა, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობის დადასტურებაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)