სააკაშვილი კიევში დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან ერთად 30 ნოემბერს კიევში გაემგზავრა, სადაც 1-2 დეკემბერს დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.


დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა არის საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების მიერ 12 აგვისტოს ბორჯომში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის შედეგი, რაც მიზნად ისახავს დემოკრატიული ერების რეგიონალური კოალიციის შექმნას.


ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები.


ორდღიან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი, პოლონეთის სენატის სპიკერი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თურქეთისა და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები უკრაინაში, ასევე გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და BSEC წარმომადგენლები.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)