თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
ქართული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მამუკა ქუდავა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
მამუკა ქუდავამ, რომელიც მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, დავით სიხარულიძე შეცვალა. ეს უკანასკნელი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)