ახალი მოძრაობა მერის პირდაპირ არჩევნებს უჭერს მხარს
ოპოზიციური მოძრაობა “კეთილდღეობისა და დემოკრატიის სახალხო ფორუმის“ განცხადებით, რომელიც ოფიციალურად 1 დეკემბერს დაფუძნდა, მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის საკითხი მოძრაობის უპირველესი ამოცანა იქნება.
მოძრაობას, რომელიც მარტში შეიქმნა “ტრადიციონალისტების პარტიის“ ბაზაზე, აკაკი ასათიანი ხელმძღვანელობს.
ოპოზიციურმა “რესპუბლიკურმა“, “მრეწველთა”, “ლეიბორისტულმა“ და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ ახალ მოძრაობასთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)