ვალერი კენიაიკინი ცხინვალში ჩადის

თბილისში გუშინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ვალერი კენიაიკინი 9 დეკემბერს ცხინვალში გაემგზავრა, სადაც სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს.


რუს დიპლომატთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ აზრს ვერ ხედავს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩატარებაში, სანამ არ მოგვარდება ივნისის დასაწყისში კონფლიქტის ზონაში გატაცებული ძმები ხაჭაპურიძეების საკითხი. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამტაცებლებმა ოთხივე ქართველი მოკლეს და ნათესავებისთვის მათი გვამების გადმოსაცემად გამოსასყიდი მოითხოვეს.


რუსული და სამხრეთ ოსური მხარეები 8 დეკემბერს შსკ-ს სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოვიდნენ, თუმცა ქართულმა მხარემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ თბილისი წინასწარ არ იყო ინფორმირებული ამის თაობაზე. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)