თბილისი BLACKSEAFOR–ის შეხვედრას მასპინძლობს
15 დეკემბერს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება “შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის დავალებათა ჯგუფის შექმნის შესახებ“ შეთანხმების (BLACKSEAFOR) წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალური წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა.
საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე დაგეგმილია ტერორიზმის და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით BLACKSEAFOR-ის პოტენციალის გამოყენებაზე მსჯელობა.
BLACKSEAFOR–ის წევრი ქვეყნები არიან საქართველო, ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია და უკრაინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)