თბილისში რუსი სამხედროები დააკავეს
რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ რუსი სამხედროები დააკავა.
ამ ფაქტს ადასტურებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, თუმცა დაკავების მიზეზებზე ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს”–ის ინფორმაციით, რუსი სამხედროები სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს. თუმცა ამავე ინფორმაციით, ის, რომ ვიზას ვადა აქვს გასული, რუსი სამხედროების ბრალი არ არის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)