პუტინი: კონსტრუქციული დიალოგი ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება ორ ქვეყანას შორის კონსტრუქციული დიალოგის შედეგად.


„დარწმუნებული ვარ, რომ კონსტრუქციული დიალოგი რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის მთელ სპექტრზე ხელს შეუწყობს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას და ორი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს მოემსახურება, ასევე გააძლიერებს მშვიდობას და სტაბილურობას კავკასიაში“, – აცხადებს პუტინი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისამართით გაგზავნილ წერილში, რომელშიც იგი სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)