რუმინეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია
რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ 22 დეკემბერს არაოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.
სამთავრობო რეზიდენციაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ტრაიან ბასესკუს შორის შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუმინეთის პრეზიდენტმა, რომელიც უკვე სტუმრობდა საქართველოს 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავის აღსანიშნავად, თბილისი რამდენიმე საათში დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)