ხაინდრავა მოსკოვში გაემგზავრა
საქართველოს დელეგაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 27-28 დეკემბერს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე შსკ-ს სხდომაზე განიხილავენ ერთობლივი ჯგუფის შექმნას, რომელიც კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმას შეიმუშავებს.
ასევე განიხილება პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შესაძლო შეხვედრის საკითხი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)